რუსთავში 2 იანვარს მუშა დაიღუპა

რუსთავის ერთ-ერთი ქარხანაში შრომისას მუშა დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 2 იანვარს მოხდა.

ადგილობრივი „ინფო რუსთავი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 44 წლის კაცს ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობის დროს ფეხი დაუცდა და რეზერვუარში ჩავარდა.

მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.