კორონავირუსი: გამოვლინდა 2 097 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 51 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 331 და გარდაიცვალა 51 ადამიანი. 29 დეკემბრის მონაცემებით, ვირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.37%-ია, ბოლო 14 დღის – 5.57%, ხოლო 7 დღირს 5.15%.

კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 932 641 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 25 793. მათ შორის 4 712 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 211 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287, 873 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 208 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 29 997.