პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ამირან ძაბუნიძე აირჩია

პარლამენტმა 79 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ამირან ძაბუნიძე აირჩია.

მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამირან ძაბუნიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა.