დროებით ძალაში დარჩეს ერთჯერადი 50 თეთრი მგზავრობაზე – ონიანის შეთავაზება საკრებულოს

თბილისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე გეგმავს, დაამტკიცოს ცვლილებები, რომლითაც 2022 წლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქმედი ტარიფი იცვლება.

ცვლილებების თანახმად, ერთჯერადი მგზავრობა, აბონემენტის გარეშე, 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი ხდება.

ენმ-ს წევრმა, დეპუტატმა გიორგი ონიანმა საკრებულოს 2 წინადადებით მიმართა:

ამაზე პასუხად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ უპასუხა:

„დღეს საკრებულო ვიხილავთ ამ საკითხს… თუ რაიმე მოსაზრება გაქვთ დამატებით საშეღავათო მიმართულებაზე, ვიფიქროთ. შეგვიძლია, თქვენს წინადადებაზე, 12-ზე ნაკლები თუ იქნება, ვიფიქროთ, ამას გაანალიზება სჭირდება“.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ საკრებულომ უნდა მიიღოს ინიცირებული ცვლილებები და შეღავათების „მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა“.


თბილისში მცხოვრებ ადამიანთა ნაწილი, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი აბონემენტით, შესაძლოა, წლიურად უფრო მეტი თანხა დაზოგონ, მაგრამ გაუჭირდებათ ერთ ჯერზე 250 ლარის გადახდა ულიმიტოდ მგზავრობის უფლების მისაღებად.


თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტი „არ არის სახელობითი და შეიძლება ოჯახის წევრმაც ისარგებლოს“.

ვრცლად: