ბოლნისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ბოლნისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა „ტვ პირველმა“, რომლის ცნობითაც მისი ცხედარი ახლობელმა კვირას, 19 დეკემბერს, წყლის არხში იპოვა.

„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.