თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაძარცვეს

გუშინ ღამით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაძარცვეს. მოპარულია უმაღლესი სასწავლებლის პირველი კორპუსის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალები. 

”წაღებულია სადენები, ძვირადღირებული სამშენებლო მასალა,” აცხადებს ”ნეტგაზეთთან” საუბრისსას კახა ჭაბაშვილი,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან უერთიერთობის სპეციალისტი.

მისივე თქმით სამშენებლო მასალები ინახებოდა სპეციალურად დაცულ ადგილს, თუმცა მისი დაცვა ვერ მოხერხდა.

ნივერსიტეტის რექტორატის გადაწყვეტილებით, დაცვის სამსახურის რეორგანიზაცია მოხდება. თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი.

გამოძიება მიმდინარეობს.