არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ნ.თ. დაააკავა.

მას არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება ბრალად, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, 18 დეკემბერს ნ.თ.-ს შელაპარაკება მოუვიდა არასრულწლოვანთან, 2006 წელს დაბადებულ ლ.ს.- სთან,
რა დროსაც მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ს. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.