საკრებულოს სხდომა ზუგდიდშიც მესამედ გადაიდო

17 დეკემბერს ზუგდიდის საკრებულომ კვლავ ვერ აირჩია თავმჯდომარე და სხდომა ისევ გადაიდო.

17 დეკემბერს სხდომაზე საკრებულომ ცნო ორგანოს ორი ახალი წევრის უფლებამოსილება (მას შემდეგ, რაც ენმ-ისა და „ოცნების“ თითო დეპუტატმა მანდატი დატოვა).

ამის შემდეგ სხდომა ენმ-ის წევრებმა დატოვეს.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატისთვის კენჭი არ უყრიათ და სხდომა უკვე მესამედ გადაიდო.

ზუგდიდის საკრებულოში 45 დეპუტატია. ენმ-ს 22 წევრი ჰყავს, „ქართული ოცნებას“ — 20, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”- 3 მანდატი აქვს.