წალენჯიხის საკრებულოს სხდომა მესამედ გადაიდო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 17 დეკემბერს უკვე მესამედ გადაიდო.

სხდომაზე არცერთმა პარტიამ არ წამოაყენა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა განაცხადა:

„ჩვენ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მოვითხოვთ, რომ ისევ ერთი კვირით გადაიდოს სხდომა“.

მას ასევე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკრებულოში შესული პარტიებისგან წინადადება, რომ „გაგვემართა კონსულტაციები და სამართლიანად გადანაწილებულიყო საკრებულოში პოლიტიკური თანამდებობები“.

„ამ ეტაპისთვის როგორც ვიცი, არ არის მიღწეული კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

წალენჯიხის საკრებულოში 27 წევრია.