ტუსკი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, ღარიბაშვილთან სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ.

“დღეს, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იხსნება, მე დაჟინებით მოვუწოდებ ევროპელ კოლეგებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი — მესამე პრეზიდენტის, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე”, — წერს ტუსკი.

Today, when the EaP Summit takes place, I urge my European colleagues to discuss with the Georgian Prime Minister the release of @SaakashviliM, the 3rd Georgian President who launched talks on EU-Georgia Association Agreement.

— Donald Tusk (@donaldtuskEPP) December 15, 2021

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეექსვე სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.