“ლელოს” ფრაქციას დილარ ხაბულიანი უერთდება

“ლელოს” საპარლამენტო ფრაქციას დეპუტატი დილარ ხაბულიანი უერთდება. ინფორმაცია ნეტგაზეთს “ლელოში” დაუდასტურეს.

“ლელოს” ფრაქცია მას შემდეგ დაეშალა, რაც პარლამენტი მამუკა ხაზარაძემ დატოვა.

საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის რეგლამენტის მიხედვით 7 დეპუტატია საჭირო.

“ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის სიით გასული ხაბულიანი კი “ლელოს” ფრაქციისთვის სწორედ მეშვიდე წევრი იქნება.