„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ილუსტრაციის ფესტივალი იხსნება

13 დეკემბერს, 17 საათზე, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეას“ გალერეაში (დოდო აბაშიძის 10), თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიხსნება. გახსნის პარალელურად, გაიმართება სპეციალურად ფესტივალისთვის მომზადებული კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც 45 ილუსტრატორის ნამუშევრებს აერთიანებს. 

ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები 34 ილუსტრატორი, რომელთა ნამუშევრები, ორიგინალებისა და რეპროდუქციების სახით, ჯგუფურ ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი. პრინტები, წიგნები და სხვა ნაბეჭდი პროდუქცია, გამოიფინება ერთობლივ სტენდებზეც. 

ფესტივალის მსვლელობისას იგეგმება ილუსტრირებული წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ძველი და ახალი თაობის ილუსტრატორებთან. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, შეიძინოს ორიგინალი ილუსტრაციები და ხელმოწერილი რეპროდუქციები, ღია ბარათები, აქსესუარები და სხვა ტიპის ნაბეჭდი პროდუქცია.

პროგრამა 

13 დეკემბერი: 

14 დეკემბერი:

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.