კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.  არჩევნები დღეს, 11 დეკემბერს, გაიმართა.

სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის უკონკურენტო კანდიდატი იყო. არჩევნებამდე 3 დღით ადრე კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა  საკუთარი კანდიდატურა ვიქტორ სანიკიძის სასარგებლოდ მოხსნა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სანიკიძეს ხმის მქონე 39-მა სუბიექტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. მათივე ცნობით, ფედერაციაში ასევე დაკომპლექტდა ახალი გამგეობა.