„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება

13-14 დეკემბერს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეას“ გალერეაში (დოდო აბაშიძის 10), თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება. 

ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები 34 ილუსტრატორი, რომელთა ნამუშევრები, ორიგინალებისა და რეპროდუქციების სახით, ჯგუფურ ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი. პრინტები, წიგნები და სხვა ნაბეჭდი პროდუქცია, გამოიფინება ერთობლივ სტენდებზეც. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, მომზადდა კატალოგი, რომელიც 45 ილუსტრატორის ნამუშევრებს აერთიანებს. 

ფესტივალის მსვლელობისას იგეგმება ილუსტრირებული წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ძველი და ახალი თაობის ილუსტრატორებთან სურათებიანი წიგნების თემაზე. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, შეიძინოს ორიგინალი ილუსტრაციები და ხელმოწერილი რეპროდუქციები, ღია ბარათები, აქსესუარები და სხვა ტიპის ნაბეჭდი პროდუქცია.

პროგრამა 

13 დეკემბერი: 

 

14 დეკემბერი:

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.