ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ მატჩს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სიმბოლური მაისურებით ატარებს.
ლანჩხუთი ამ წუთებში [14:30] მატჩს ქსკ „კვარტალის“ წინააღმდეგ ატარებს.
„აგვისტოში, მარო მაყაშვილის დაბადების დღეს, გუნდს სპეციალური მაისურებით უნდა ეთამაშა, თუმცა ჩემპიონატი დროებით შეწყდა.
გმირები აგვისტოშიც გმირები არიან, დეკემბერშიც და მუდამ გმირებად რჩებიან“, — აცხადებენ კლუბში.
„ლანჩხუთი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე გახდა გამარჯვებული.
„ლანჩხუთი“ ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული ქალთა საფეხბურთო კლუბია.