ახალი ამბები

სადაც გინდა, გადამიყვანეთ, მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა, ვეღარ გამაკვირვებთ – სააკაშვილი

6 დეკემბერი, 2021 • 1465
სადაც გინდა, გადამიყვანეთ, მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა, ვეღარ გამაკვირვებთ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჭორებს ავრცელებს მისი გადაყვანის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის საპყრობილეში, რაც მისი და აქტივისტების დასაშანტაჟებლად კეთდება.

მისივე თქმით, ნიკა მელიაც ამიტომ დაიბარეს სუს-ში.

„ამ დღეებში სუსი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგი არიან.

ეს ყველაფერი კეთდებ,ა ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე – ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა.

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა, გადამიყვანეთ – მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ.

უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე.

ნიკა მელიას განცხადებით, იგი არ აპირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი