ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

3 დეკემბერი, 2021 • 1129
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. კენჭისყრა საკრებულოში დღეს, 3 დეკემბერს გაიმართა.

ტყემალაძის არჩევის შემდეგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.

გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოში 2007 წლიდან საქმიანობს. ის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო, მანამდე, 2014-2017 წლებში კი — თავმჯდომარის მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი