აეროპორტის ინციდენტს ყაზახეთის მთავრობა გამოძიებს

ინციდენტი ამოწურულია და ავიარეისები  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს 12 საათზე აღდგება – განუცხადა “ნეტგაზეთს” ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კონსტანტინე თევდორაძემ.

მისივე განცხადებით, მათ უკვე ჩააყენეს საქმის კურსში ყაზახეთის მთავრობა და გამოძიებას ქართული მხარის დახმარებით სწორედ ყაზახეთი აწარმოებს.

ყაზახური ავიაკომპანია “დელტას” სატვირთო თვითმფრინავი, დაახლოებით, 04.00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი უკვე გათავისუფლებულია.  თვითმფრინავი გადაყვანილია უსაფრთხოების ზონაში.

იციდენტის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამის 4 საათიდან ყველა რეისი გადაიდო.