სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სტამბულში ჩავიდა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი სტამბულში იმყოფება.

ადგილობრივი სამთავრობო საინფორმაციო საშუალების ცნობით, ის თურქეთში 30 ნოემბერს ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის თურქეთის ოსურ დიასპორასთან.

მედოევის ვიზიტი 3 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ნოემბრის თვეში თურქეთში იმყოფებოდა აფხაზური დელეგაციაც.