საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ ნომინანტები ცნობილია

„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული საბავშვო ლიტერატურულ პრემია „ნაკადულის“ ნომინანტები ცნობილია. 

თავდაპირველად, კონკურსის ოთხ ნომინაციაში, 42 წიგნი იყო წარმოდგენილი, ფინალურ ეტაპზე კი 13 მათგანი გადავიდა.

წლის საუკეთესო პროზაული წიგნი

წლის საუკეთესო პოეტური წიგნი

წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი

წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი

პრემიის ოთხ ნომინაციაში 2020 წელს გამოცემული წიგნები მოხვდა. განაცხადებს განიხილავს „საქართველოს წიგნი გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ მიერ შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს პრიზს და 2500 ლარიან ფულად პრემიას. ჟიური გამარჯვებულებს დეკემბერში, საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, გამოავლენს.

პრემია „ნაკადულის“ მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

 „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.