იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა დღეს, პირველ დეკემბერს, გაიმართა. სავარაუდოდ, მოსამართლეობის კანდიდატებს დღესვე პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.

უზენაესი მოსამართლეობი კანდიდატები არიან:

მათთან გასაუბრები 23-24 ნოემბერს იურიდიულ კომიტეტში გაიმართა.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, ასევე გასაუბრებას არ დაესწრო სახახლო დამცველის წარმომადგენელიც. ამასთან, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები მმართველ გუნდს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავშეკავებას ითვალისწინებდა 19 აპრილის შეთანხმებაც.