ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში აცხადებს მიღებას

 საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში აცხადებენ მიღებას 2022 აკადემიური წლისათვის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია (4) და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სწავლისას საშუალება გეძლევათ უნივერსიტეტი დაამთავროთ ორი ძირითადი ან ერთი ძირითადი და ერთი დამხმარე სპეციალობით და მოიპოვოთ ბაკალავრის ორი ხარისხი და ყველაფერი ეს – ერთის ფასად.

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ ორი დიპლომი – ამერიკული და ევროპული.

უნივერსიტეტში ადრეული მიღებისთვის, უკეთესი სტიპენდიისა და ფინანსური დახმარებისათვის განცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 მარტი;

რეგულარული მიღებისა და ფინანსური დახმარებისათვის განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ივნისი;

გაზაფხულის სემესტრიდან სწავლის დასაწყებად განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ნოემბერი.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://docs.google.com/document/d/1MGBs8xQwJoawcsHXj3644W-vDIrZnkSq/edit?fbclid=IwAR0-cp1WVAhKORljtKU_W2orimblP1JPc_NjOEMGmM-w-L2toLBfW4b3ab8

ონლაინ საგანაცხადო ფორმის შესავსებად შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ გვერდზე: http://www.aubg.bg/how-to-apply-first-year
დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიწეროთ ფონდის „საერთაშორისო განათლების ცენტრი“  FB გვერდებზე:

American University in Bulgaria Georgia Office

Center for International Education – Tbilisi

ან  ამ პროგრამის კოორდინატორს  ელ-ფოსტაზე: natia@osgf.ge