კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა

მეორე ვადით არჩეულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა. დედაქალაქის მთავრობაში ერთი ქალიც არ არის. საქალაქო სამსახურებისა უფროსებისა და მერის მოადგილეების პოსტებზე მხოლოდ კაცები არიან წარდგენილნი.

თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. მერის მოადგილეების პოსტზე წარდგენილი არიან ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია.

საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატები არიან:

თბილისის მერის მოადგილეების და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს შორის საკადრო ცვლილება არ არის. თბილისის მთავრობას საკრებულო, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობას არ საჭიროებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც ისევ ვიქტორ წილოსანი დაიკავებს. თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღაკავა უხელმძღვანელებს, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე კვლავ ირაკლი თავართქილაძე იქნება. არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.

“მათ კარგად იციან, რომ მიუხედავად ჩემი პირადი ურთიერთობისა, მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი ყველა იმ მიმართულებაზე, რომელსაც უხელმძღვანელებენ. ქალაქში ბევრი გამოწვევაა, ბევრია გასაკეთებელი და ჩვენ დასაკარგი დრო არა გვაქვს”, — განაცხადა კახა კალაძემ.