ოქტომბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5%-ია.

წყარო: საქსტატი

2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

2021 წლიან იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 11 352.4 მილიონი ლარი შიადგინა, აქედან 3 392.5 მილიონი ლარი მოდის ექსპორტზე, ხოლო 7 959.9 მლნ — იმპორტზე.