80 გარდაცვლილი და კორონავირუსის 5050 ახალი შემთხვევა – 30 ნოემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 80 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 4 214 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 854 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 153 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 701 – PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.95%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 362, საიდანაც 6 554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 845 643-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში ,12 054 პირი ემსხვერპლა. ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 788 201-მდე.