ახალი ამბები

თბილისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

26 ნოემბერი, 2021 •
თბილისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ტაქსი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, პიკის საათის დროს მოხდა.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი