საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა იზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა სამი დღის განმავლობაში, შუაღამობით შეიზღუდება.

„თბილსერვის ჯუფის“ ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან  თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება. 

ფოტოზე: საახალწლო ღონისძიება რესპუბლიკის მოედანზე 2018 წელს, თბილისის მერია.