ზუგდიდში, საკრებულოსთან ოპოზიციის აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

ზუგდიდის საკრებულოსთან, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს.

იგი დააკავეს მას შემდეგ, რაც ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ პულველიზატორით ტროტუარზე წარწერის გაკეთება მოინდომა და დემონსტრანტებისა და პოლიციის დაპირისპირება დაიწყო.

ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნება“, წინა მოწვევის საკრებულოს წევრების მონაწილეობით, მომდევნო წლის ბიუჯეტს ამტკიცებს.