ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-მა აზერბაიჯანი “დემოკრატიის სამიტზე” არ მიიწვია

25 ნოემბერი, 2021 • 2683
აშშ-მა აზერბაიჯანი “დემოკრატიის სამიტზე” არ მიიწვია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც 2021 წლის 9-10 დეკემბერს ვირტუალურ “დემოკრატიის სამიტს” მართავს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანი არ მიიწვია. მოწვეულთა სიაში არ არის ასევე რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი, ბელარუსი, უნგრეთი.

სამიტი, ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად,”ავტორიტარიზმისგან დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის” თემებს შეეხება.

საქართველოს სახელით “დემოკრატიის სამიტში” მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა,  მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით აკავებს და ასამართლებს.

ამავე თემაზე:

 

ინტერნეტის თავისუფლებით აზერბაიჯანი კვლავ ბოლო ადგილზეა | Freedom House

 

მასალების გადაბეჭდვის წესი