დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს ჰკითხა, თუ აპირებს მეტი შვილის გაჩენას.

ეს დიალოგი იურიდიულ საკიხთა კომიტეტზე გაიმართა, სადაც დღეს, 25 ნოემბერს, უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ:

ფ.ი. -ბატონო გენადი, თქვენ სამი შვილი გყავთ.. ფიქრობთ, კიდევ გამრვლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი.

გ.მ. – ადამიანს რაც მეტი ჰყავს შვილი, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის…

ფ.ი. – ჯანმრთელობას გისურვებთ და გამრავლებას კიდევ…

გ.მ. – მადლობა.

ფ.ი. – მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში დემოგრაფიული კრიზისი არის, რამდენად მიგაჩნიათ, ქორწინების ზღვრული ასაკი შემცირდეს, ერთი წლით მაინც?

გ.მ. –  არა, ვფიქრობ, რომ ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი, საკმაოდ გონივრულია. ქორწინება, ეს ბევრ სოციალურ საკითხს…

ფ.ი. – მადლობა, გენადი, თქვენ ბრძანეთ „არა“. გასაგებია…

გენადი მაკარიძე 2018-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის სექტემბრიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.


25-26 ნოემბერს საქართელოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

ამჟამად უზენაეს სასამართლოში 5 ვაკანტური პოზიციაა და 3 დამოუკიდებელი კონკურსი მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა.

წაიკითხეთ ასევე:

მართლმსაჯულების რეფორმამდე უზენაესის მოსამართლეები არ უნდა ინიშნებოდნენ – კოალიცია