დარბაზებში მაყურებელთა დასაშვები ოდენობა 50%-მდე იზრდება

კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა დასაშვები რაოდენობა 30%-დან 50%-მდე იზრდება. აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილება პირველი დეკემბრიდან შევა ძალაში.

ბრიფინგზე ასევე განაცხადეს პანდემიის კრიზისის გამო რესტორნებთან მიმართებით დაწესებული რეგულაციის შემსუბუქებაზეც. საუბარია საათობრივ შეზღუდვაზე, რომელიც, მთავრობის განცხადებით, დეკემბრიდან მოიხსნება.