ბიზნესმენი ილია კოკაია გარდაიცვალა

ბიზნესმენი ილია კოკაია 65 წლის ასაკში მწვერვალ “დედაენის” დალაშქვრისას გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მისი ცხედარი მწვერვალიდან გუშინ, 23 ნოემბერს ჩამოასვენეს.

2004 წელს ილია კოკაიამ  საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დააფუძნა. უკანასკნელ წლებში მთასვლელობით იყო გატაცებული და რამდენიმე მწვერვალი ჰქონდა დალაშქრული.

მწვერვალი დედაენა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3 493 მეტრზე მდებარეობს.