ახალი ამბები

ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია – ექიმი სააკაშვილზე

23 ნოემბერი, 2021 •
ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია – ექიმი სააკაშვილზე

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი, ექიმი ნინო შარაშენიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ის განმარტავს, რომ „პაციენტის ზოგადი თერაპიული სტატუსი დინამიკაში გაუმჯობესებულია“ და იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, მეთვალყურეობის ქვეშ.

„ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია, დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. კრიზისულ დღეებს რაც შეეხება, ეტაპობრივად უკეთესად და უკეთესად გამოიყურება ფიზიკურად და ლაბორატორიულადაც“, – ამბობს ნინო შარაშენიძე.

გაუმჯობესებულ პარამეტრებზე საუბრობს ექიმი სანდრო ცისკარიძეც, რომელიც შარაშენიძესთან ერთად დღეს გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ის ამატებს, რომ რიგი ნევროლოგიური დარღვევებისა რჩება და მათ აღმოფხვრას დრო სჭირდება – „მკურნალობა მიდის შეჯერებულად, ყველა სპეციალისტის მიერ“.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი