„გადაიყვანეთ სააკაშვილი ამ წყეულ სამოქალაქო კლინიკაში“ – იან კელი

„ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეთ [მიხეილ სააკავილი] ამ წყეულ სამოქალაქო კლინიკაში“, – აცხადებს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე.

სააკაშვილის ადვოკატების, ნიკა გვარამიას და ბექა ბასილაიას, თანახმად, ხუთშაბათს საღამოს, მათთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა დროებით გონება დაკარგა.

როგორც იან კელი ტვიტერზე წერს, „სააკაშვილმა თქვა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუკი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ“.

„შემოავლეთ [სამოქალაქო კლინიკას] ღობე პერიმეტრზე, თუ არეულობა გადარდებთ. უბრალოდ, მიუდექით პასუხისმგებლობით ამ საქმეს და გააკეთეთ“, – წერს ყოფილი ელჩი.

Just take him to a damn civilian hospital, at long last. #Saakashvili has said he’ll end his hunger strike if he’s taken to a civilian hospital. Put a perimeter fence around it if you’re worried about unrest. Just do the responsible thing and do it. https://t.co/PZj0XX0adn

— Ian Kelly (@ikelly731) November 18, 2021