აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დანიშნეს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დანიშნა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

დაურ კოვე, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა დე ფაქტო მინისტრის პოსტს, ოფიციალური ცნობით, სხვა თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს.

ინალ არძინბა სოხუმში 1990 წელს დაიბადა, თუმცა მისი საქმიანობა რუსეთს უკავშირდება. ინალ არძინბა მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-ის ქვეყნებთან სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მიმართულებით; ასევე, 2018 წელს მოსკოვის საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.