ომბუდსმენი ექიმებთან ერთად გლდანის ციხეში მივიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმებთან ერთად მივიდა. ლომჯარიას თქმით, სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე ექიმებს მისი რწმუნება აქვთ. შესაბამისად, ისინი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ნებისმიერ დროს შეძლებენ.

ლომჯარიას განცხადებით, ექიმები გაესაუბრებიან მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, ასევე შეამოწმებენ გლდანის ციხის საავადმყოფოში არსებულ ვითარებას და მის თავსებადობას სააკაშვილის საჭიროებებთან.

მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფში სახალხო დამცველმა მოიწვია სამედიცინო დარგის შემდეგი სპეციალისტები:

ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი, ომბუდსმენის ცნობით, ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით.