სომხეთი რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას სთხოვს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეირაღებული დაპირისპირების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ერევანი მოსკოვს დახმარებას და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას სთხოვს.

ამის შესახებ, სომხური მედიის ცნობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, დღეს, 16 ნოემბერს, შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ოფიციალური ერევანი და ბაქო მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ამავე თემაზე:

სასაზღვრო შეიარაღებული დაპირისპირება | ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ