მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა

21:20 საათისთვის თბილისის მეტროს პირველი ხაზის მუშაობა სრულად აღდგა.

შეფერხება მეტროში გამოიწვია დაახლოებით 19 საათზე მომხდარმა ინციდენტმა. დიდუბეში ლიანდაგებზე ახალგაზრდა კაცი ჩავარდა, რომელსაც მეტროს მატარებელი დაეჯახა.

მაშველებმა დაშავებული კაცი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. მეტროში მას შემდეგ კრიმინალისტები მუშაობდნენ. თბილისის მეტროს პირველი ხაზის მუშაობა თითქმის 2 საათის განმავლობაში იყო შეფერხებული.