ახალი ამბები

მმართველი გუნდი ევროკავშირისგან ისე შორსაა, როგორც არასდროს – ფონ კრამონი

9 ნოემბერი, 2021 • 2649
მმართველი გუნდი ევროკავშირისგან ისე შორსაა, როგორც არასდროს – ფონ კრამონი

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მმართველი გუნდი ევროკავშირში გაწევრიანებისგან ისე შორსაა, ვიდრე არასდროს.

მან ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამართულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.

„მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ ამჟამინდელ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველ დღე შორდებიან მას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა ასევე საჭიროა ფინანსური პასუხი.

არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიემართებოდეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ არის მზად ბევრი მის მიერ ნაკისრი დაპირების შესასრულებლად, ასევე, საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად.

ეს რეფორმები არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი