ახალი ამბები

ტომოგრაფიის აპარატი გლდანის ციხეში რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიტანეს

9 ნოემბერი, 2021 •
ტომოგრაფიის აპარატი გლდანის ციხეში რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიტანეს

გლდანის ციხეში კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიტანეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

ნეტგაზეთის დამატებით კითხვაზე კლინიკაში გვითხრეს, რომ მათ კიდევ აქვთ იგივე აპარატი და, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება დადგა, პაციენტებს შესაბამის სერვისს გაუწევენ.

გუშინ, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს, მალევე გავრცელდა კადრები, თუ როგორ გადააქვს გადამზიდ მანქანას კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში — სააკაშვილი გლდანში გადაყვანაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი