ფაშინიანის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით სომხეთში აქციები დააანონსეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დაუშვან ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ახალი შეთანხმებების გაფორმება აზერბაიჯანთან, რაც მისი განცხადებით, ახალი რისკები იქნება მთიანი ყარაბაღისა და სომხეთისთვის. ამის შესახებ ქოჩარიანმა ოპოზიციური ბლოკის, “ჰაიასტანის” [სომხეთი] მიტინგზე 8 ნოემბერს განაცხადა.

სუბარია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხზე სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების ვიდეოკონფერენციის ფორმატში შესაძლო შეხვედრაზე.

ქოჩარიანის განცხადებით, საზღვრის დელიმიტაცია ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, რაც მისი თქმით, ყარაბაღის საკითხს საბოლოოდ დაურეგულირებელს დატოვებს.

ოპოზიციის ლიდერის განცხადებითვე, იქამდე იბრძოლებენ, სანამ ფაშინიანის ხელისუფლება არ შეიცვლება.

“ჩვენ ვიბრძოლებთ და, დარწმუნებული იყავით, გავაძევებთ ამ ხელისუფლებას, ბარიკადების გზით იქნებს ეს თუ არჩევნების –  ნებისმიერი ხერხით. ამ ბარიკადებზე მე თქვენთან ერთად ვიდგები”.

ფოტო: epress.am

ფოტო: epress.am