ახალი ამბები

რუსთავის ციხესთან აქციის 2 მონაწილე დააკავეს

6 ნოემბერი, 2021 •
რუსთავის ციხესთან აქციის 2 მონაწილე დააკავეს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით გაიმართა. ენმ-მ ხელისუფლებას 24-საათიან ვადა მისცა ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადასაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გაჟღერდება.

24-საათიან ვადას ვაძლევთ ხელისუფლებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად — მელია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი