საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, რუსთავის ციხესთან აქცია იმართება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და რუსთავის ციხესთან კარვების გაშლა იგეგმება.

აქცია რუსთავის ციხესთან, 06/10/2021 ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

აქცია რუსთავის ციხესთან, 06/10/2021 ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

აქცია რუსთავის ციხესთან, 06/10/2021 ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი
საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვა ოპოზიციამ 31 ოქტომბერს დააანონსა. აქციები უკვე გაიმართა ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში, 6 ნოემბერს კი თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა შემდეგ მისი რუსთავში ჩატარება გადაწყდა.
რეგიონებში ოპოზიციის აქციების პარალელურად კი მთელი კვირის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია რუსთავის ციხესთანაც იმართებოდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და 37-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.