ახალი ამბები

უცნობია, 10 ნოემბერს სააკაშვილის პროცესი დისტანციურად გაიმართება თუ დარბაზში

3 ნოემბერი, 2021 •
უცნობია, 10 ნოემბერს სააკაშვილის პროცესი დისტანციურად გაიმართება თუ დარბაზში

მიხეილ სააკაშვილის პროცესი თბილისი საქალაქო სასამართლოში 10 ნეომბერსაა დანიშნული, თუმცა ამ დრომდე უცნობია, პროცესი დისტანციურად ჩატარდება თუ სხდომის დარბაზში.

10 ნოემბრის პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეს ეხება.

„თუ შეეცდებიან, რომ დისტანციურად ჩაატარონ პროცესი, ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, უარს განვაცხადებთ“, — თქვა მანამდე ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

ნეტგაზეთის დამატებით კითხვაზე, სატელეფონო ინტერვიუს დროს, სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ჯერჯერობით მათაც არ იციან, პროცესი დისტანციურად იქნება თუ არა.

პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ არც თბილისის საქალაქო სასამართლოში. სააკაშვილმა შიმშილობა 34 დღის წინ გამოაცხადა.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი