კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღო მონაწილეობა.

“კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვალდებული ვართ ერთად ვიმოქმედოთ”, – წერს ღარიბაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

მან სამიტის ჩატარებაში გაწეული ძალისხმევისთვის ასევე მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს.