ხარჩილავას თქმით, გადათვლის შემდეგ, წალენჯიხის საკრებულო ოპოზიციური რჩება

წალენჯიხაში შერჩეულ უბნებზე ხმების გადათვლის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები არ შეცვლილა.

ინფორმაციას წალენჯიხის არჩეული მერი, გიორგი ხარჩილავა ავრცელებს, რომელიც სხვა დამკვირვებლებთან ერთად ესწრებოდა გადათვლის პროცესს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 27 წევრისგან, რომელთაგან 18 პროპორციული წესით აირჩევა, 9 — მაჟორიტარულით. 30 ოქტომბერს წალენჯიხის საკრებულოს არჩევნებში მეორე ტური 5 მაჟორიტარულ ოლქში იმართებოდა. წინასწარი მონაცემებით, აქედან 4-ში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1-ში — “ქართულმა ოცნებამ”.

პირველი და მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, მანდატები საკრებულოში შემდეგნაირად განაწილდა:

ვრცლად:

“ოცნება” ზუგდიდის 4 უბნის გადათვლას ითხოვს, რამაც შეიძლება შედეგები შეცვალოს