სომხეთში პირბადის ტარება ღია სივრცეში ისევ სავალდებულო გახდა
სომხეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო, დღეიდან, პირველი ნოემბრიდან პირბადის ტარება ღია საზოგდოებრიც სივრცეებში ისევ სავალდებულო გახდა. პირბადის სავალდებულო ტარება ღია სივრცეში სომხეთში ივნისში გაუქმდა, თუმცა მას შემდეგ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების და სიკვდილობის მაჩვენებელი ქვეყანაში რამდენჯერმე გაიზარდა. სომხეთში უკიდურესად დაბალია ასევე ვაქცინაციის მაჩვენებელი. ფაშინიანი სიტუაციის გამოსწორებას სწორედ ვაქციინაციის პროცესის გაფართოებაში და პირბადის სავალდებულო ტარებაში ხედავს.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed