კალაძე 55.6% – მელია 44.4% | წინასწარი შედეგები თბილისში

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის” წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ გაიმარჯვა.

“ცესკოს” თანახმად, ამ დროისთვის დათვლილია 766 უბანი(99.61%). შედეგები ასე ნაწილდება:

თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში კალაძეს 45.006% ჰქონდა, ნიკა მელიას კი — 34.001%.

წინასწარი მონაცემებით, ყველა ქალაქში, გარდა წალენჯიხისა, მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და დასძენს, რომ თავის შედეგებს დაიცავს.