თვითმმართველ ქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია 15 საათისთვის

15  საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა 31.82% -ია, რაც 664 573 ამომრჩეველს შეადგენს. შედარებისთვის, თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში 15  საათის აქტივობა 33.18% იყო.

თუმცა ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია თვითმმართველ ქალაქებში, სადაც დღეს მერებს ირჩევენ: 

რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, 15 საათისთვის ყველა თვითთმმართველ ქალაქში პირველ ტურთან შედარებით მეტი აქტივობა ფიქსირდება:

ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია ზუგდიდშიც, სადაც საარჩევნო უბნებზე 15.00 საათისთვის ამომრჩეველთა 29.2% მივიდა. პირველ ტურში აქ ამომრჩეველთა 28.1% იყო 15.00 საათისთვის. 

 


დღეს, 30 აგვისტოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.