15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 31.82%-ია – ცესკო

15  საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა 31.82% -ია, რაც 664 573 ამომრჩეველს შეადგენს.

შედარებისთვის, თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში 15  საათის აქტივობა 33.18% იყო.

ცესკოს ცნობით, ოლქების მიხედვით,  ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება:

15 საათისთვის ოქლების მიხედვით ყველაზე დაბალი აქტივობაა:

რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, 15 საათისთვის თითქმის ყველა თვითთმართველ ქალაქში პირველ ტურთან შედარებით მეტი აქტივობა ფიქსირდება:

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის – მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. თბილისში ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მხოლოდ საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღებენ, სადაც მერთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარსაც აირჩევენ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.